დავით საგანელიძე: ოლიმპიადის გახსნაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პრობლემა არ იქნებოდა

სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნებოდა და ამ საკითხს არავინ დასვამდა – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოლიმპიადის გახსნაზე პრეზიდენტის არდასწრების საკითხი სხვა მიზეზებს უკავშირდება.
“ოლიმპიური კომიტეტის მიერ როგორი მოსაწვევი იყო გაგზავნილი, როგორ იყო დღის წესრიგი შედგენილი – ამ საკითხში არ ჩავერევი. ერთი რამ ვიცი, რომ სიტყვით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი და საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გამოდიან. სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნებოდა და ამ საკითხს არავინ დასვამდა. გარკვეული სხვა მიზეზები იყო, მაგრამ რა, არ ვიცი”, – განუცხადა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები