გიგი წერეთელი: სამწუხაროა, რომ ოლიმპიადის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი არ დაესწრო

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გუშინდელი ოლიმპიადის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი არ დაესწრო.
წერეთელს ასევე მიაჩნია, რომ ოლიმპიადის გახსნას არათუ მოქმედი, არამედ ყოფილი პრეზიდენტიც უნდა დასწრებოდა.
„არც ერთი რაღაცა დეტალი არ რჩება ყურადღების მიღმა, რომ არ დაარტყას, ვთქვათ, მთავრობამ პრეზიდენტს, შემდეგ პრეზიდენტმა უპასუხოს. ეს არის ის საკითხი, რაც, ძალიან სამწუხაროდ, საქართველოს არანაირად არ წარმოაჩენს როგორც ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანას. ცუდია, რომ პრეზიდენტი არ იყო. მე მიმაჩნია, რომ ნორმალურ ქვეყანაში არათუ მოქმედი, არამედ წინა პრეზიდენტიც უნდა იყოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები