მანანა კობახიძე: პრეზიდენტმა უნდა გიპასუხოთ, რატომ არ მოვიდა ოლიმპიადის გახსნაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, პეზიდენტმა თავად უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას, თუ რატომ არ დაესწრო ოლიმპიადის გახსნას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტსა და გუნდს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.
„არ ვიცი, მას რა გუნება-განწყობა ჰქონდა გუშინდელ დღეს, ვერ გეტყვით. თვითონ უნდა გიპასუხოთ, რატომ არ მოვიდა. არანაირი დაპირისპირება გუნდსა და მას შორის არაა. არ ვიცი, დაპირისპირებას რას ეძახით, შეიძლება რაღაც ნაწილში ჩვენ ვართ კრიტიკულები, რაღაც ნაწილში ის არის კრიტიკული და ვეტოს ადებს კანონებს. ესეც ალბათ ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები