ალექსი ახვლედიანი: ჩირაღდნის ჩაქრობის კადრი ეთერში არ უნდა მოხვედრილიყო

რატომ არ აინთო ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სტადიონზე – ამასთან დაკავშირებით, „თბილისი 2015 -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, ჩანაფიქრის მიხედვით ზვიადაურის ჩირაღდანი უნდა ჩამქრალიყო, მაგრამ ოლიმპიური ჩირაღდნის ჩაქრობის კადრი ეთერში არ უნდა მოხვედრილიყო.
„ცეცხლი აინთო ზუსტად იქ და თქვენ ხედავთ, რამხელა კონსტრუქციაა. მთელი მონუმენტი შეიქმნა ცეცხლისთვის. ცეცხლი აინთო ზუსტად იქ, სადაც უნდა ანთებულიყო ზუსტად იმ დროს, რა დროსაც უნდა ანთებულიყო. მოხდა მცირედი ხარვეზი გადაღების დროს, რომ ფაქტობრივად ოპერატორმა ჩატოვა იმ მომენტში და არ გამოჰყვა ცეცხლის ანთების პროცესს“,- განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები