წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.
ასევე სამინისტროს ცნობით, სამართალდამრღვევს სოფელ ჭალეში სატვირთო ავტომანქანით, სპეციალური მარკირების გარეშე, წიფლის ჯიშის მორები გადაჰქონდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა წიფლის ჯიშის ხე-მცენარის კონფისკაცია.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საოლქო პროკურატურას.