ხანძარი ქვემო ფონიჭალაში.

  ამ წუთებში მარნეულის ქუჩის N 1 -ში ლითონის საამქრო იწვის, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სამაშველო და საგანგებო საქალაქო სამსახურიდან აცნობეს. ორსართულიანი შენობის პირველი სართული და სახურავი ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ წუთებში ცეცხლს სახანძრო 11 ბრიგადა ებრძვის. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები