ოლიმპიადასთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

“ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ “თბილისი 2015″-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.
შსს-ს ინფორმაციით, 26 ივლისს 18:20 საათიდან 19:40 საათამდე და ასევე 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად გადაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი „ლოკომოტივი“-ს) სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან „კუ“-ს ტბის ასახვევამდე; 27 ივლისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა; 28 ივლისს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა; 29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი; 30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი. მოსახლეობას მოვუწოდებთ აღნიშნულ თარიღებსა და მიმართულებებზე ავტომანქანებით გადაადგილებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები