ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა – ფოტოკოლაჟი

ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა, – სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე განაცხადა.
უკვე შექმნილია „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია“, რომელიც პრემიის მინიჭების პროცესს წარმართავს.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია – ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო, 10 000 ლარის ოდენობით, ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.
პრემიერმა ვაჟაობა სრულიად საქართველოს მიულოცა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქართველები სამართლიანად ვამაყობთ, რომ გვყავს მსოფლიო მნიშვნელობის შემოქმედი, ბუმბერაზი ადამიანი და მოაზროვნე, რომელიც ამ ეზოში გაიზარდა, ამ სივრცეში იქმნებოდა ვაჟას შესანიშნავი და გენიალური ნაწარმოებები. ვაჟა-ფშაველა ჯერ კიდევ ას წელზე მეტი ხნის წინ აფასებდა იმ ღირებულებებს, რისკენაც დღესაც ისწრაფვის კაცობრიობა. მჯერა, რომ ერი, რომელმაც ასეთი შვილი გაზარდა, იმ ღირებულებებით, იმ სულიერი სიმაღლით, რაც ვაჟა-ფშაველას ჰქონდა, აუცილებლად გადალახავს ყველა სირთულეს, აუცილებლად მოიპოვებს წარმატებას, გამარჯვებას და მიაღწევს საერთო ქართულ მიზანს – ჩვენი ქვეყნისა და ერის გამთლიანებას. ვაჟა-ფშაველა თავად იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად და ევროპულად მოაზროვნე კაცი და მისი მაგალითიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ იდეა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესების შესახებ, რომელიც ვაჟაობის დღესასწაულზე პირველად ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, განხორციელებულია.
წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. კონცერტი, სპორტული ღონისძიებები და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ტრადიციულად, ვაჟაობის სახალხო ზეიმის შემადგენელი ნაწილები იყო. ღონისძიების დასასრულს, მთავრობის მეთაური ჩარგალში ახალი ხიდის გახსნას დაესწრო, რომელიც სოფელს ეკლესიასთან აკავშირებს. ადგილობრივებმა პრემიერს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, მდინარეზე გადასასვლელის არარსებობა წლების განმავლობაში პრობლემებს უქმნიდათ.

10906129_889328271158250_7161865533512429570_n

11017190_889328111158266_3418981816910614091_n

11220808_889327164491694_1354772209039035790_n

11224334_889325704491840_8107412081811294611_n (1)

11227944_889326241158453_5788373769015918755_n

11232022_889328307824913_2424729444193685066_n

11264888_889327161158361_3962251884375160073_n

11696022_889328364491574_4627915616285880546_n

11701021_889326261158451_1483767828243389419_n

11701038_889328337824910_351522617597638000_n

11703168_889328534491557_5475455764697150525_n

11709763_889327304491680_5532340310118521599_n

11745724_889328667824877_7617166379566126117_n

11752534_889328134491597_2427578923927505383_n

11752553_889326771158400_8940057910583782623_n

11755180_889327724491638_8265969863394882726_n

11755899_889327567824987_5490942671821542621_n

11760091_889328511158226_1713250982441709116_n

11781600_889326251158452_8142595446871639984_n

11781869_889327571158320_7816962364822090944_n

11796277_889328671158210_1200163473956780782_n

11800073_889326781158399_6850535659137155362_n

11800073_889326811158396_270641595817136683_n

11800460_889325681158509_6247956400342309023_n

11800564_889328517824892_9128166778494667164_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები