ჩარგალში “ვაჟაობა” იმართება

ჩარგალში დღეს სახალხო დღესასწაული “ვაჟაობა” იმართება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ნაციონალური სამოსის, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა ფოლკ-მუსიკის თანხლებით; წიგნების სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვა; ქართული ხალხური საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა; შედგება მხატვარ რუსუდან ტოზაშვილის გამოფენა – ფერწერა და გრაფიკა ვაჟას მიხედვით; ჩატარდება ტრადიციული სადღესასწაულო დოღი: “ვაჟაობის მხედარი”; ვაჟას სახლ-მუზეუმში შეკრებილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები გაიხსენებენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას.
ღონისძებები საზეიმო გალაკონცერტით – “რჩეული ბენდები ვაჟაობისთვის” დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, ჯგუფი „33ა“ და ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი “ხიდი” და დები ნაყეურები, ჯგუფი “ბანი”.
ვაჟაობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები