პატრიარქს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა“,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმყოფება გერმანიაში, სადაც უტარდება მკურნალობა. კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისში, სავარაუდოდ, 30 ივლისს დაბრუნდება”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში 14 ივლისს გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები