დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს ყოველთვიურად თანხას ჩაურიცხავს

დღეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ კეკელიძეების ოჯახს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, აპარატის თანამშრომლები კეკელიძეების ოჯახს ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გადაურიცხავენ თანხას, რაც მცირედით მაინც შეუმსუბუქებს მძიმე ყოფას უსახლკაროდ დარჩენილ შვიდწევრიან ოჯახს, რომელთაგან სამი მცირეწლოვანია.

შეხვედრის დასასრულს, ბატონმა გელა დუმბაძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცა სტუმრებს და აპარატის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები