13 ივნისის სტიქიის ღამეს დაკარგულების ძებნა გრძელდება (ფოტოკოლაჟი)
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები 13 ივნისის სტიქიის ღამეს დაკარგულების ძებნას განაგრძობენ. მეხანძრე-მაშველები სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.
სააგენტოს თანამშრომლები მდინარე მტვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, ზედაპირულ და სიღრმისეულ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. საძიებო სამუშაოებში ჩართულია, როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცოცხალი ძალა, ასევე, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა.