დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე ოლიმპიადის ორგანიზებაზე და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე ისაუბრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ოლიმპიადის ორგანიზების საკითხებზე და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე ოლიმპიადასთან დაკავშირებით ცალკეული დეტალები განიხილეს.
“ასევე ვისაუბრეთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებზე, რაც მიმდინარეობს, ასევე დამატებით საჭიროებებზე, რისთვისაც თბილისის მუნიციპალიტეტს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოეყო დაფინანსება”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები