“ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,348 თეთრით გაიზარდა

“ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა, ახალი სამომხმარებლო ტარიფი 101 კილოვატის ჩათვლით არის 10.968 თეთრი, 101-301 კილოვატის ჩათვლით 14.348 თეთრი და 301 კილოვატს ზემოთ 18.178 თეთრი. აღნიშნული ტარიფები არის დღგ-ს გათვალისწინების გარეშე
“ენერგო-პრო ჯორჯია” ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი კი მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები