სოსო ჯაჭვლიანი EBRD-თან დაკავშირებით ახალი განმარტების გააკეთებას გეგმავს
საპარლამენტო დეპუტატატი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტში მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას გეგმავს.
როგორც ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თანაგუნდელებმა მისი გუშინდელი განცხადება ვერ გაიგეს და ის EBRD-თან დაკავშირებით განმარტებას პრესკონფერენციაზე გააკეთებს.
სოსო ჯაჭვლიანი გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მის განცხადებას არაერთი შეფასება მოჰყვა.
„ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი „იბიარდზე“ იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე „იბიარდზე“ ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ “იბიარდზე” 10 წლის განმავლობაში. ეს “იბიარდობა” ეტყობა ქვეყანას. ამიტომ „ნაიბიარდები“ ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა გუშინ სოსო ჯაჭვლიანმა სესიაზე.