ზვიად კვაჭანტირაძე ჯაჭვლიანზე: პრობლემა იმაშია, ვერ მიხვდა, რომ იხუმრა

პრობლემა იმაშია, რომ ვერ მიხვდა, რომ იხუმრა, ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე თანაგუნდელ სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას სოციალურ ქსელში. “იხუმრა ხალხო, იხუმრააა! თავისებურად, უადგილოდ, მაგრამ იხუმრაა!! თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ვერ მიხვდა, რომ იხუმრა”, – წერს კვაჭანტირაძე ფეისბუქზე.
ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი „იბიარდზე“ იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე „იბიარდზე“ ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ “იბიარდზე” 10 წლის განმავლობაში. ეს “იბიარდობა” ეტყობა ქვეყანას. ამიტომ „ნაიბიარდები“ ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით, საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები