“16 ივნისიდან მთელს ქვეყანაში გამოიდარებს და შედარებით სტაბილური ამინდია მოსალოდნელი ყველგან” – მეტეოროლოგი
“ხვალ და ზეგ, 14 და 15 ივნისს საქართველოში, ძირითადად ღამის საათებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
“16 ივნისიდან მთელს ქვეყანაში გამოიდარებს და შედარებით სტაბილური ამინდია მოსალოდნელი ყველგან. დიდებულ დღეებს გისურვებთ”, – წერს მეტეოროლოგი.