“სემეკი” ვალდებულია, დაიცვას როგორც მწარმოებლის, ასევე, მომხმარებლის ინტერესები”
ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტი რევაზ არველაზე აცხადებს, რომ როდესაც ტარიფის კომპონენტებში შედის ცვლილება, ეს საბოლოო ტარიფზე შესაბამის გავლენას ახდენს.
როგორც არველაძე აცხადებს, მისი ინფორმაციით, “ენერგოპრო” “სემეკის” გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ არის, რადგან ისინი თვლიან, რომ ტარიფი საკმარისად არ გაიზარდა.
“ტარიფების ცვლილებაზე უკვე კარგა ხანია შესულია მარეგულირებელ კომისიაში განაცხადები. მიღებულია გადაწყვეტილება თბოელექტროსადგურებთან დაკავშირებით, რამდენად ადეკვატურია გადაწყვეტილება, ამაზე ალბათ, “სემეკი” გასცემს პასუხს, თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, “ენერგოპრო” არ არის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი, თვლიან, რომ არ გაიზარდა საკმარისად ტარიფი. როდესაც ტარიფის კომპონენტებში შედის ცვლილება, ეს საბოლოო ტარიფზე, თავისთავად ცხადია, შესაბამის გავლენას ახდენს, ვინაიდან, ყველამ კარგად ვიცით, რომ თბოელექტროსადგურები გაზს ყიდულობენ დოლარით და ყიდიან თეთრებში წარმოებულ ელექტროენერგიას, იმისთვის, რომ დააბალანსონ, საჭირო რაოდენობის ლარები მოაგროვონ, ცხადია, უფრო ძვირად უნდა გაყიდონ ელექტროენერგია. “სემეკი” ვალდებულია, დაიცვას როგორც მწარმოებლის, ასევე, მომხმარებლის ინტერესები. საბოლოოდ, რამდენად შეიცვლება სამომხმარებლო ტარიფი, დღეისთვის ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ ცხადია, თუ სერიოზული ცვლილებები იქნება, დადგება სუბსიდირების საკითხი”, – განაცხადა არველაძემ
ამასთან, როგორც ენერგოექსპერტი აცხადებს, ტარიფის მატების შემთხვევაში, ის სუბსიდირების მომხრე არ არის.