ჯაჭვლიანის განმარტება – ესენი „იბის“ უკეთებდნენ 10 წელი მთელ ქვეყანას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი საკუთარ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება ნახევრად ხუმრობა იყო და უმცირესობის დეპუტატს ეკა ხერხეულიძეს „იბიარდის“ მნიშვნელობის ინტერპრეტაციაში სდებს ბრალს.
როგორც „კვირას“ დეპუტატმა განუცხადა, იგი ტყუილად არაფერს ამბობს და დღევანდელი მისი განცხადებაც უმცირესობის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
„როდესაც საქართველოში „იბიარდი“ ტარდებოდა, პარლამენტში მაშინ კვორუმი არ შედგა. გამოვიდა ეკა ხერხეულიძე და თქვა, ეტყობა დეპუტატები „იბიარდზე“ არიან და სოსო ჯაჭვლიანიც იქნებაო. მაგან რაც იგულისხმა, ვინც რუსული იცის, ის კარგად მიხვდება. არ მინდა თქვა, ასეთი უზრდელიც არ ვარ. ეკამ იგულისხმა ასე, რომ ჩვენ მსუბუქი ყოფაქცევის ხალხი ვართ და წასულები ვიყავით საგრიალოდ. ესენი „იბის“ უკეთებდნენ 10 წელი მთელ ქვეყანას და ესენი დადიოდნენ 10 წელი და გააუბედურეს მთელი საქართველო. ამიტომ როცა გაუპატიურებული და „ნაიბიარდებია“ ქვეყანა, ძალიან ცუდია იმ ქვეყნის დალაგება და ამიტომაც ეს ვუპასუხე. მე როგორ ვიგულისხმე, იცით? როგორც „იბი“-არდი. არ დავდივარ. მაგას უნდოდა, რომ ჩემი ოჯახი დაენგრია, რომ მე სადღაც უბედურებაში დავდივარ. თვითონ ადამიანი, რასაც ფიქრობს, ისეთი ჰგონია სხვაც და ეგ ვუპასუხე. ეს განცხადება ნახევრად იუმორით და ნახევრად ლირიკული გადახვევით გაკეთებული განცხადება იყო“,-განაცხადა ჯაჭვლიანმა.
„კვირას“ კითხვაზე, თუ რამდენად ეთიკური იყო პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება, ასე პასუხობს: რა ვთქვი ისეთი? საერთოდ ეს არის თურქული სიტყვა და ლამაზს ნიშნავს.
„ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი „იბიარდზე“ იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე „იბიარდზე“ ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ “იბიარდზე” 10 წლის განმავლობაში. ეს “იბიარდობა” ეტყობა ქვეყანას. ამიტომ „ნაიბიარდები“ ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით, საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.