“თბილისი 2015”-ის ფარგლებში ტანვარჯიშის არენა აშენდა
ტანვარჯიშის არენა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ,,თბილისი 2015’’-ის ფარგლებში აშენდა. ოლიმპიური ობიექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და აღიჭურვა; მოეწყო როგორც შიდა, ასევე გარე კომუნიკაციები. გამწვანდა მიმდებარე ტერიტორია, დაირგო ხეები, მოეწყო მწვანე საფარი.
არენაზე დასრულდა შეჯიბრისთვის განკუთვნილი დარბაზის საფარის („ტერაფლექსის“) მონტაჟი. აშენდა ცენტრალური და სავარჯიშო დარბაზები. მოეწყო მოსასვენებელი ოთახები სპორტსმენებისთვის. დარბაზის მშენებლობის სამუშაოები 2014 წლის ივნისში დაიწყო და უკვე დასრულებულია.