ჭეიშვილი – “იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: სურთ, პირდაპირ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა ქართულ მედიასივრცეში, რაც არის მათთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საშუალება

“სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

ის დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – “იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების საკითხს გამოეხმაურა.

„მათ ამით სურთ, პირდაპირ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა ქართულ მედიასივრცეში, რაც არის მათთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საშუალება. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა მხოლოდ ბრიტანეთს, არამედ იმ ძალებს, რომელიც ბრიტანეთის უკან დგას და ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოს მოახდინონ იმგვარი პროპაგანდისტული ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც იქნება აცდენილი რეალობას და რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ინფორმაციის ფონზე მიაღწიონ იმ მიზნებს, რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს, როგორც ხელისუფლების შეცვლას, ისე საფუძვლების მორყევას.

სიმბოლურიც კი არის ის, რომ ოკუპაციიდან 105 წლის თავზე კვლავაც ეს გამოწვევები დგას დღის წესრიგში, თუმცა, მთელი ქართული საზოგადოება მზად ვართ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ სათანადოდ“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები