ჩინური წარმოდგენის ფონზე გავრცელებულმა მუქარამ, ავსტრალიის პრემიერის რეზიდენციის ევაკუაცია გამოიწვია

ავსტრალიაში პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან მის რეზიდენციასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ინციდენტი დედაქალაქში მოხდა. სამართალდამცველებმა ტერიტორია დროებით გადაკეტეს და ადგილზე სპეციალური დანიშნულების სამსახურები გამოიძახეს. უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი რეზიდენციიდან გაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, კანბერაში დაგეგმილი იყო ჩინური საცეკვაო წარმოდგენა, რომელიც ჩინეთში 1999 წლიდან აკრძალულია. ანსამბლმა ელექტრონული შეტყობინება მიიღო, სადაც მითითებული იყო, რომ თუ წარმოდგენა გაიმართებოდა, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მიმდებარედ განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედდებოდა.

ჯგუფმა აღნიშნული ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურს დაუყოვნებლივ შეატყობინა.

ჩატარებული შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩენილა.

მოგვიანებით ალბანეზიმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს და სამართალდამცველებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები