მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათიამ თურნავამ დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას.
„იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება „კოლიზია“ სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.