ვენსის თქმით, აშშ-მა მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთთან და უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებში პროგრესს აღწევს.

„ვფიქრობ, ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, ნამდვილად ვფიქრობ, რომ პროგრესია როგორც რუსებთან, ასევე უკრაინელებთან დაკავშირებით და ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, – აღნიშნა ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.

რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ ახალი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

თავის მხრივ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები