მერცმა ჩინეთს გერმანიაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, ჩინურ კომპანიებს გერმანიაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა, – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს განუცხადა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას აპირებს, რომელიც გასულ წელს გერმანიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო.

სი ძინპინმა ფრიდრიხ მერცს უთხრა, რომ ჩინეთი და გერმანია უნდა წარმოადგენდნენ ერთმანეთის სანდო პარტნიორებს, მხარში დაუდგნენ ერთმანეთს და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები ერთობლივად დაიცვან.

პეკინში გამართული შეხვედრის დროს ფრიდრიხ მერცმა და სი ძინპინმა რუსეთ-უკრაინის ომიც განიხილეს. სი ძინპინმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში მნიშვნელოვანია ყველა მხარის თანაბარი მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები