“საჭიროა, რომ მორიგ გამოხტომას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ქართულმა სახელმწიფომ უპასუხოს სამართლებრივი ნაბიჯით და არ შევიდეს მათთან პოლიტიკურ დისკუსიაში” – ბიძინა გიორგობიანი

„საქართველოს საწინააღმდეგო გამოხტომა, რომელიც გუშინ გააკეთა ბრიტანეთის მხარემ, არ არის „იმედის“ წინააღმდეგ მიმართული პირველი ნაბიჯი, რამენაირად ამას გადავიტანთ, რადგან ამ ტელევიზიას უარესებიც გადაუტანია”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა ისაუბრა.

“რაც შეეხება საქართველოში მეხუთე კოლონის სიხარულს, რომ საქართველოს ტელევიზიები დაასანქცირეს – ეს მოდის იმ დროიდან, როდესაც BBC-იმ გადაიღო სიყალბეზე დაფუძნებული ფილმი. ეს ერთ ხაზშია. საქართველოს მხარემ სწორად გადაწყვიტა იმ დროს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული სიცრუის პოლიტიკურ განხილვაში არ შესულიყო და დაიწყო სამართლებრივი დავა და ეტყობა, ეს მტკივნეულად აღიქვა ბრიტანულმა მხარემ. ახლაც საჭიროა, რომ მორიგ გამოხტომას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ქართულმა სახელმწიფომ უპასუხოს სამართლებრივი ნაბიჯით და არ შევიდეს მათთან პოლიტიკურ დისკუსიაში”, – აღნიშნა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები