თინა ხიდაშელი: ყველა კითხვას ამომწურავად გავეცით პასუხი

ყველა კითხვას ამომწურავად გავეცით პასუხი, ამის შემდეგ ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში ნდობის ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელშეკრულებამ დიდი შესაძლებლობები გაუჩინა საქართველოს ყველა მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.
„საუბარი გვქონდა ხელშეკრულების ყველა დეტალზე, დაწყებული იმ მოლაპარაკებებიდან, რომელიც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხდა ქვეყანში, დასრულებული იმით, რასაც მოვაწერეთ ხელი. ვფიქრობ, ყველა კითხვას ამომწურავად გავეცით პასუხი. ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება ამის შემდეგ. ძალიან სერიოზული ხელშეკრულება დავდეთ. ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც თავდაცვისუნარიანობის გამყარების თავლსაზრისით. ამ ხელშეკრულებამ დიდი შესაძლებლობები გაუჩინა საქართველოს ასევე ყველა მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, ჩუმი ემბარგოს პირობებთან ბრძოლაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჰქონდა საქართველოს. ვფიქრობთ, თავდაცვის სამიანისტროს გუნდმა მოვახერხეთ ამომწურავად გაგვეცა პასუხი ყველასთვის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები