არჩილ თალაკვაძე: მე მგონი, ეს არის მათი მხრიდან თვითკმაყოფილი განცხადება

მე მგონი, ეს არის მათი მხრიდან თვითკმაყოფილი განცხადება – ასე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის დიმიტრი ტასოევის განცხადებას.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან განაცხადა, არ მოიძებნება ისეთი ადამიანი მთავრობაში, ვინც ტასოევის განცხადებას დაეთანხმება.
“მე მგონი, ეს არის მათი მხრიდან თვითკმაყოფილი განცხადება, როდესაც აპრიორი იცი, რომ არანაირი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს, მაგრამ იმ საზოგადოებისთვის, ვინც უსმენს ამ ადამიანებს, გარკვეულ პოზირებას ჰქონდა ადგილი. ამიტომ მე სერიოზულად ვერ მივიღებ ვერანაირად ამ შეფასებას. დარწმუნებული ვარ, არც ერთი ადამიანი მთავრობაში არ მოიძებნება, ვინც დაეთანხმება ამ განცხადებას დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დიმიტრი ტასოევმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა “მათი დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარებისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები