თინა ხიდაშელი ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დღეს ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრება, რომელიც 15.00 საათზეა დანიშნული.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი ნდობის ჯგუფის წევრებს საფრანგეთში დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწოდებს.
,,პარლამენტში საფრანგეთში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოვედი. ყველა კითხვაზე მზად ვართ, რომ პასუხი გავცეთ, თუკი სხვა თემებიც ექნებათ ნდობის ჯგუფის წევრებს. აქ ვართ, რომ ხელშეკრულებაზე ვისაუბროთ. ეს დოკუმენტი მთავარსარდალს უკვე გავაცანით და შემდეგი გაჩერება პარლამენტშია”, -განაცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები