ივლისის ბოლოს თბილისის გენერალური გეგმის კონცეფცია დაიდება

„ივლისის ბოლოს დედაქალაქის გენერალური გეგმის კონცეფციები დაიდება და მათგან საუკეთესო შეირჩევა“, – აღნიშნული განცხადება არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ბათიაშვილის განმარტებით, გამარჯვებულ კონცეფციაზე დაყრდნობით უკვე თბილისის გენერალური გეგმის პროექტი შედგება.
„თვის ბოლოს ის ჯგუფები, რომლებიც თბილისის გენერალური გეგმისთვის მუშაობენ, თბილისის გენერალური გეგმის კონცეფციებს წარმოადგენენ. მოაწყობენ „ღია კარის“ დღეს, იქნებიან ჟიურის წევრები, იქნება კითხვა – პასუხი. რომელი კონცეფციაც შეირჩევა, სახელმწიფო გაუფორმებს მას ხელშეკრულებას გენერალური გეგმის დამუშავების შესახებ“, – აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები