პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 2015-2016 წლების სამუშაო გეგმა დაამტკიცეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ღიაობის უზრუნველსაყოფად ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შემუშავებული 2015-2016 წლების სამუშაო გეგმა დაამტკიცეს.
პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე დავით უსუფაშვილმა „ღია მმართველობა პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობასა და „ღია პარლამენტის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ შეგახსენებთ, ეს არის ის პროგრამა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება და საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული. საქართველოში თვენახევრის წინ ძალიან სერიოზული წარმომადგენლობითი კონფერენცია იყო. პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ, ჩილეს პარლამენტთან ერთად ვართ ერთ-ერთი მოწინავე პარლამენტი ამ ნაწილში. სექტემბერში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში, მერე მექსიკაში მსოფლიო ფორუმია ამ საკითხებზე. ასევე პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც დარიგებულია. ამაზე იყო მსჯელობა რამდენიმეჯერ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. გეგმა არის საკმაოდ ამბიციური, მაგრამ, მე მგონი, საკმაოდ მნიშვნელოვანი. სწორედ იმ ტემპებშია, რა ტემპებითაც გვინდა ქვეყნის მოდერნიზაცია, ევროპული სტანდარტები და ა.შ. პარლამენტმაც ფეხი უნდა ავუწყოთ ამ ტემპს. საუბარია ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებზე იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობა უბრალოდ გამჭვირვალე კი არ იყოს საზოგადოებისთვის, არამედ უკეთ გასაგები იყოს საზოგადოებისთვის“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები