სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების სწავლების კონფერენცია გაიმართა

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების სწავლების (CMEP) დაგეგმარების კონფერენცია გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს და სხვა უწყებების წარმომადგენლები, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის საინჟინრო კორპუსისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მიზანს ბუნებრივ და ტექნოლოგიურ კატასტროფაზე რეაგირების სწავლების სცენარის შემუშავება, ფართომასშტაბიანი კატასტროფის დროს უწყებათაშორისი თანამშრომლობა, რესურსების ეფექტიანი გადანაწილება და კრიზისებზე რეაგირება წარმოადგენდა.

სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების სწავლების დაგეგმარების ორდღიანი კონფერენცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის შეირაღებული ძალების ევროპული სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა.

სწავლება მომავალ წელს გაიმართება და მასში სხვადასხვა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები