სოფელ ვაკიჯვარში მომსახურების ცენტრი გაქურდეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მომსახურების ცენტრი გაქურდეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლით მიმდინარეობს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის დროს წაღებულია 170 ლარი.