„საბოტაჟი გრძელდება, ქადაგიძემ ლარის კურსი კვლავ გააფუჭა“

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს საბოტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურებაში სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიძღვის წვლილი. “საბოტაჟი გრძელდება, ქადაგიძემ კურსი კვლავ გააფუჭა. 14 ივლისს ერთ დღეში 75 მილიონი ლარით გაზარდა კომერციული ბანკებისათვის სესხის მიწოდება, სესხი ერთ დღეში გაზარდა 75 მილიონი ლარით და სესხის მოცულობა გახდა 855 მილიონი, შედეგად კურსი გაფუჭრდა და ბაზარზე 2,25-ს გადააჭარბა, გუშინ 15 ივლისს ერთ დღეში 265 მილიონით ლარით გაზრდა მიწოდება და სესხმა 1 მილიარდ 120 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია(!!!), შედეგად კურსი უუფრო გაფუჭდა და 2,27-ს ასცდა!…. ქადაგიძე გამოდის და ლარის გაუფასურებას სხვას აბრალებს, უბრალოდ სასაცილოა! P.S. მოქმედ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს ექსპრეზიდენტი რომან გოცირიძე იანვარში იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხი იანვარში 580 მილიონიდან 700 მილიონამდე გაზარდა“, – წერს მიხეილ დუნდუა ფეისბუქის პირად გვერდზე.

11739575_388841417988714_303338835_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები