„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტში საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები ასახულია”
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნების უდიდესი ნაწილი ასახულია, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ცვლილებები მეორე მოსმენით განხილვისთვის მზად არის.
„მხედველობაში საერთაშორისო ორგანიზაციები გვაქვს. ამ დღეებში სავალუტო ფონდთან და სხვებთან ინტენსიური კონსულტაციები იყო და კანონპროექტში მათი შენიშვნების უდიდესი უმრავლესობა ასახულია. ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც დეპუტატებს კონსულტაციები ჰქონდათ და შესაძლოა, ეს საკითხები რიგგარეშე სხდომაზე აისახოს.
ცხადია, კანონპროექტში სულ ყველაფერი არ და ვერ იყოს, მაგრამ კონკრეტული საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და უფრო დეტალური მსჯელობა გვექნება“, – განმარტა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი დღეს, მეორე მოსმენით ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებსა და მოვალეოებებზე იმსჯელებს.