ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
ზუგდიდში დღეს გამთენიისას, სუპერმარკეტი ,,Sunday” დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა.
მაღაზიის თანამშრომლების განცხადებით, წაღებულია დაახლოებით 5 000 ლარი, ასევე – პროდუქტის ნაწილი.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.