თამარ სანიკიძე შვეიცარიის ელჩის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

თი ბი სი გალერეაში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიუნტერ ბეჰლერის წიგნის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წიგნი, სახელწოდებით „დემოკრატიის შენება“ ქართული შთაბეჭდილებების შესახებ დაწერილ ესეებს აერთიანებს. პრეზენტაცია გიუნტერ ბეჰლერმა საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია. „თბილისი, ეს ძველი ქალაქი მე ძალიან მიყვარს, სწორედ ამ ქალაქის დამსახურებაა, ჩემი გატაცება ფოტოგრაფიით. ვიღებ ფოტოებს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წლების განმავლობაში მთელი საქართველო შემოვიარე. ჩემთვის აქ გატარებული ყოველი დღე საქართველოს გაცნობაა, სწორედ ამან დამაწერინა წიგნი, რომელიც თქვენს ქვეყანას მივუძღვენი“ – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები