ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2697 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2619 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0078 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5010 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4931 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0079 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები