თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და ღოღობერიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, გრიგოლ ფერაძის, ზემო ვეძისის, ლვოვის და ვაზისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ატენის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), წავკისის, ამაღლების, მესხის, სავანელის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ლერმონტოვის, იაშვილის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, ოქროყანის, შხეფის, დავითაშვილის, დადიანის, დუმბაძის, ჭანტურიას, ვირსალაძის და ბროსეს ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, პატარძეულის და დოლაბაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ბაქოს, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თორნიკე ერისთავის, ცოტნე დადიანის, ჩარგლის, კაკაბაძის, სადმელის, გამყრელიძის, ურეკის, ველისციხის, ამირანაშვილის, სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის და ძმები გარიშვილების ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.