ზურაბ აბაშიძე: შეხვედრაზე შესაბამისი სიმწვავით ითქვა ის, რაც სათქმელი იყო

შეხვედრაზე შესაბამისი სიმწვავით ითქვა ის, რაც სათქმელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“შესაბამისი სიმწვავით ითქვა ის, რაც სათქმელი იყო, რაც მე ვნახე იქ, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მხედველობაში მაქვს ის ნაბიჯი, რომელმაც გამოიწვია ჩვენში ძალიან დიდი დაძაბულობა, რაც არის ძალიან სახიფათო მთელი რეგიონისათვის. ამ მყიფე რეგიონში შეიძლება ამან გამოიწვიოს ისეთი დესტაბილიზაცია, რასაც შემდგომ ძალიან მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს. საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების დარღვევასთან, ადგილობრივი მოსახლეობა იჩაგრება”, -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები