საქართველოს ავსტრიის ტრანსპორტისა და ინოვაციების დელეგაცია ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ტრანსპორტისა და ინოვაციების ფედერალური სამინისტროს დელეგაცია და ავსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ავსტრიის მხარე ტურიზმში თავის გამოცდილებას გაუზიარებს.
ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდნენ.
ამ შემადგენლობით დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა უკვე მეორედ გაიმართა და იგი ავსტრიელების დახმარებით, ტურიზმის მიმართულებით საქართველოში პროფესიული სასწავლებლების დაფუძნებას ეხება.
როგორც მხარეები შეთანხმდნენ, ეს იქნება ერთგვარი ტრენინგ-ცენტრები, სადაც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისა და მასწავლებლების მომზადება/გადამზადება მოხდება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ტურიზმში ავსტრიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მათივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნის ინტერესშია და იგი ტურიზმის აღორძინებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები