გარემოს დაცვის სამინისტროში „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. შეხვედრა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გახსნა.
კანონპროექტი ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა და დაფუძნებულია ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპებსა და მიდგომებზე. კანონპროექტით იქმნება სამართლებრივი საფუძველი საქართველოში წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის დანერგვისა და სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კანონპროეტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის წყალსარგებლობის სანებართვო სისტემის შექმნა, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე წყლის რესურსების მართვის სფეროში კომპეტენციების გამიჯვანა და სხვა საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები