22 ივლისს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მოხდება
„მოტივი, რომელიც ბრალდების მხარემ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ დადო, აბსურდულია და ამას არავინ დაიჯერებს“, – განაცხადება ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„მოტივი, რომელიც ბრალდების მხარემ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ დადო, აბსურდულია და ამას არავინ დაიჯერებს“, – განაცხადება ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარეს მკვლელობის მოტივად აქვს ის, რომ იური ვაზაგაშვილი ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, რომლის გამოც, მათი თქმით, სოსანაშვილის საპატივსაცემო მაღალჩინოსნებს შესაძლებელია პრობლემები შექმნოდათ და რის გამოც სოსანაშვილმა დანაშაული ჩაიდინა.
„ეს აბსურდია და ამას არავინ დაიჯერებს. ეს არის თითიდან გამოწოვილი მოტივი, რომელსაც არ შეიძლება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი დაეყრდნოს“, – აღნიშნავს ადვოკატი.
ადვოკატი სოსანაშვილის უდანაშაულობაზე და ეჭვმიტანილის მიმართ წარდგენილ სხვა ბრალდებაზეც საუბრობს. მეორე ბრალდება სოსანაშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა – შენახვას ედავება. ადვოკატის განცხადებით, სოსანაშვილის სახლში აღმოჩენილი ხელყუმბარები არა ბრალდებულს, არამედ 2008 წლის აგვისტოში მის სახლში მყოფ სამხედრო პირებს ეკუთვნოდათ.
სოსო ჯოგლიძე გამოძიების მიერ 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასაც არ ეთანხმება. მისი თქმით, საქმე არა 109, არამედ 108 მუხლით უნდა აღძღულიყო.
„ მე მივმართე პროკურატურას, რომ თუ საქმეს აღძრავდნენ, 108 მუხლით უნდა აღეძრათ და არა 109 მუხლით. თუმცაღა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც 108 და არც 109 მუხლის დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის. შესაძლებელია ჩაითვალოს საქმეში არსებული ასფეთქებელი მასალა იმ მასალად, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მაგრამ მთელი საქმის მასალებიდან ნათლად ირკვევა, რომ იური ვაზაგაშვილი საფლავზე მარტო იმყოფებოდა და არ შეიძლება 109 მუხლით შეფარდებულ დანაშაულად ჩაითვალოს. არსებითი სასამართლო განხილვის სხდომა 22 ივლისს არის ჩანიშნული. პროცესზე დაცვის და ბრალდების მხარე შესავალ სიტყვებს ვიტყვით.
109 მუხლს თან დაერთო 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, რაც საქმეს გამოეყო და გორის საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა. ეს მოხდა იმიტომ, რომ სახელმწიფო ბრალდება საქმის ძირითად ნაწილში ვადებში არ ჩაჭედილიყო. 26 ივნისის განაჩენით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დღეს ბრალდებას თავზე საყრელი დრო აქვს, მაგრამ ჩვენ ამ განაჩენს გავასაჩივრებთ. 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა – შენახვას გულისხმობს. ამოღებული ხელყუმბარები არ იყო კომპლექტში, იყო მხოლოდ კორპუსები, რაც საბრძოლო მასალად არ შეიძლება ჩაითვალოს იქიდან გამომდინარე, რომ ის მოქმედებაში ვერ მოვა, თუ კომპლექტში არ არის. 2008 წლის ომის პერიოდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში ქართული საჯარისო ნაწილები იყო განლაგებული, გამორიცხული არ არის, აღნიშნული ხელყუმბარები მებრძოლებს დარჩენოდათ. არცერთ ამოღებულ ხელყუმბარაზე არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ანაბეჭდი. ეს ხელყუმბარები მას არ ეკუთვნოდა.
აფეთქებისას ისეთი სიმხურველე წარმოიქმნება, რომ აბსურდია, იქ დნმ-ის კვალი კი არა, ფალიის პოვნაც გაჭირდებოდა“, – განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.