თამარ სანიკიძე ავსტრიის ტრანსპორტისა და ინოვაციების ფედერალური სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ტრანსპორტისა და ინოვაციების ფედერალური სამინისტროს დელეგაცია და ავსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც „კვირას“ განათლებისა და მეცნიერის სამინისტროდან აცნობეს, ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ შემადგენლობით დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა უკვე მეორედ გაიმართა და შეხვედრების ავსტრიელების დახმარებით, ტურიზმის მიმართულებით საქართველოში პროფესიული სასწავლებლების დაფუძნებას უკავშირდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს იქნება ერთგვარი ტრენინგ-ცენტრები, სადაც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისა და მასწავლებლების მომზადება/გადამზადება მოხდება.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ტურიზმში ავსტრიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნის ინტერესშია და იგი ტურიზმის აღორძინებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები