ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
აჭარაში, ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე 22 წლის მამაკაცი დაჭრეს, – აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.