გლდანში აფეთქების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 45 ოჯახი სასტუმროში შეასახლეს

გლდანში აფეთქების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 45 ოჯახის წევრები სასტუმრო „დეკადეში“ განათავსეს, – ამის შეასახებ „კვირას“ გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სასტუმრო „დეკადაში“ დაზარალებული მოსახლეობის პირველი ნაკადი უკვე შესახლდა. მათ შორის მრავალშვილიანი დედებიც არიან.

როგორც ქარცივაძემ განმარტა, სულ 70-მდე ადამიანია, ამ ეტაპზე გამოყვანილი  საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სადარბაზოდან.

„სასტუმრო „დეკადა“ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100მეტრით დაშორებით მდებარეობს. ამ ეტაპზე მხოლოდ 45 ოჯახი გამოვიყვანეთ. თუ საჭირო გახდება, გლდანის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა სასტუმრო მზადყოფნას გამოთქვამს, რათა დაზარალებულები შეიკედლონ. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, იქნება თუ არა ვარგისი ეს შენობა მომავალში საცხოვრებლად“, – აცხადებს გლდანის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე.
შეგახსენებთ, რომ გლდანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად კორპუსის მე-6-5-4 სართულები ჩაინგრა. შემთხვევის ადგილზევე 2 ადამიანი დაიღუპა, 4 სხვადასხვა კლინიკაშია ,მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პაციენტი ერისთავის კლინიკაში ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული, 29 წლის ახალგაზრდა გოგონა დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, კლინიკის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები