გამოკითხულთა აზრით, სტიქიის დროს ყველაზე ეფექტურად ენერგეტიკის სამინისტრომ იმუშავა

კრიზისული სიტუაციების მართვა სახელმწიფო სტრუქტურებისათვის არის ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ნათლად აჩვენებს არა მხოლოდ ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურის, არამედ მთელი სახელმწიფო სახელისუფლებო სისტემის მზაობას და უნარიანობას რათა გაუმკლავდნენ კრიზისული სიტუაციების დროს შექმნილ გამოწვევებს.
2015 წლის 13 ივნისის ღამით მოულოდნელად შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ დაგვანახა თუ რამდენად შეუძლია ჩვენს სახელმწიფოს გაუმკლავდეს ამ ტიპის მოულოდნელ გამოწვევებს და საერთოდ არსებობს თუ არა ქვეყანასი კრიზისული სიტუაციების მართვის მენეჯმენტი?
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის მიერ, 20-25 ივნისის პერიოდში ჩატარებული კვლევის მიზანი გახლდათ იმ ზოგადი სურათის შექმნა, თუ როგორ გაართვეს კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფო ინსტიტუტმა და მისმა ხელმძღვანელებმა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს?

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საზოგადოებამ ყველაზე მაღალი შეფასება (4.12) მისცა ენერგეტიკის სამინისტროსა და მის ხელმძღვანელს  – კახა კალაძეს (ვიცე-პრემიერი); მეორე პოზიციას (4.01) კვლევის თანახმად    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (დავით სერგეენკო) იკავებს, ხოლო მესამე პოზიციას (3.75 ) შინაგან საქმეთა სამინისტრო (ვახტანგ გომელაური).

როგორც კვლევის ცენტრში აცხადებენ, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამ ეტაპზე 20-25 ივნისის პერიოდში გამოიკვეთა მხოლოდ ის განწყობები, რომლებიც შეიქმნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ და კიდევ ერთხელ გამოიკვეთა თუ რამდენად დიდია ინფორმაციული ძალაუფლების წილი თანამედროვე სამყაროში, სხვა შემთხვევაში პირველ ადგილზე კვლევის შედეგად აუცილებლად იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის სამაშველო სამსახურების მოქმედებამ რეალურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

კრიზისულ სიტუაციაში, თქვენი აზრით, რომელმა ქვემოთ ჩამოთვლილმა სახელმწიფო ინსტიტუტმა და მისმა ხელმძღვანელმა გაართვა თავი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს?

 შეაფასეთ 5 ბალიანი შკალით: 1- ძალიან ცუდი ;  5 – ძალიან კარგი.

1.1  ქ. თბილისის მერია – დავით ნარმანია       2.81

1.2  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო – მინდია ჯანელიძე 1.76

1.3  შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური             3.75

1.4  თავდაცვის სამინისტრო –  თინათინ ხიდაშელი                     3.51

1.5  ენერგეტიკის სამინისტრო – კახა კალაძე (ვიცე-პრემიერი)   4.12

1.6  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – დავით სერგეენკო 4.01

1.7  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – სოზარ სუბარი                   3.27

1.8  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – თამარ სანიკიძე         2.6

1.9  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – ნოდარ ჯავახიშვილი 2.92

1.10  ფინანსთა სამინისტრო – ნოდარ ხადური     2.99

1.11  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – გიგლა აგულაშვილი  3.42

1.12  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – გიორგი კვირიკაშვილი (ვიცე- პრემიერი) 3

1.13 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – ტარიელ ხეჩიკაშვილი  2.3

კვლევის ცენტრში მიაჩნიათ, რომ გარკვეული პერიოდის, კრიზისული სიტუაციის  დასრულების  შემდეგ მიზანშეწონილი იქნება კვლევის განმეორება უფრო ფართო მასშტაბით, იმ მიზნით, რომ კრიზისის დროს ჩატარებული კვლებისაგან განსხვავებით გვქონდეს ნაკლებად ემოციური და უფრო ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნარიანი ჩვენი სახელმწიფო მართოს კრიზისული სიტუაციები.

კვლევა ჩატარებულია  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის მიერ, 20-25 ივნისის პერიოდში. გამოკითხულ იქნა 18 – იდან და 18-ის ზემოთ ასაკის  420  რესპოდენტი ქ. თბილისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები