ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მთავრობა გადადგა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას მთავრობამ, ქვეყნის პრეზიდენტს, დღეს, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება წარუდგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია და საერთაშორისო სააგენტოები ავრცელებენ.
ფიალამ გადადგომა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც მისი ცენტრისტული კოალიცია „ერთიანობა და პასუხისმგებლობა“ (SPOLU) მნიშვნელოვნად დამარცხდა ანდრეი ბაბიშის პოპულისტურ მოძრაობა ANO-სთან.
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ მთავრობის გადადგომა „დემოკრატიული პროცესის ნაწილია“ და ახალი კაბინეტის ფორმირებაზე მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.
პეტრ ფიალა პრემიერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა და მისი კაბინეტი ხუთპარტიულ კოალიციას მოიცავდა.
ახალი მთავრობის ფორმირებამდე, ფიალას კაბინეტი საქმიანობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით განაგრძობს.