არჩილ გორდულაძე: დარწმუნებულები ვართ, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკაში ჩაერთონ არა მოღალატეები და ყველაფერზე ხელმომწერი აგენტები, არამედ ის პირები, რომელთათვისაც სამშობლოს წარმოადგენს საქართველო

,,დარწმუნებულები ვართ, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ორგანული კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – აიკრძალება არაკონსტიტუციური პარტიები და გაჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკაში ჩაერთონ არა მოღალატეები და ყველაფერზე ხელმომწერი აგენტები, არამედ ის პირები, რომელთათვისაც სამშობლოს წარმოადგენს საქართველო”, – ამის შესახებ
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც დაადგინა.

„ლელო“ და ლელოელი „ნაცები“ არაფრით განსხვავდებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, პირიქით, მათი შემადგენელი ნაწილები არიან. ისინი თვითგადარჩენის რეჟიმში არიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე მათმა პატრონებმა ჩვენს ქვეყანაში აგენტურა გადაარჩინონ და მათი ხელით შეძლონ, რომ დაემხოს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება, მიადგეს საფრთხე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად, დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

„ლელოელებმა“ რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, ვერც წარსულს და ვერც აწმყოს გადაშლიან. ფაქტია, რომ „ლელო“ და მისი დამფუძნებლები პირდაპირ იყვნენ და არიან დაკავშირებულები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაზეც მეტყველებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაც“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები