საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის პირველადი შედეგები ცნობილია

საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის პირველადი ოფიციალური მონაცემები ვრცელდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 541 ათასი ბიულეტენის დათვლის საფუძველზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 59,7 %-მა საბერძნეთის კრედიტორებს მოთხოვნაზე უარი განუცხადა, 40,3 % კი თანახმაა, რომ საბერძნეთმა საერთაშორთაშორისო კრედიტორების მოთხოვნები შეასრულოს.

მათივე ინფორმაციით, პირველადი ცნობით, დღევანდელ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 50 %-მა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები